ვენგერის ახალი მრჩეველი და რვა სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე
Aa
Aa

ვენგერის ახალი მრჩეველი და რვა სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე

2017 წლის ნოემბერში ლონდონის “არსენალში’’ სვენ მისლინტატი მიიწვიეს, მისი რეკომენდაციით 21 წლის ბერძენი მცველი კონსტანტინოს მავროპანოსი “პას იანინადან’’ გადავიდა “მეთოფეებში,’’ ბერძენთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ “ბორუსიას’’ ყოფილი ფეხბურთელები, მხითარიანი და ობამეიანგი ჩრდილო ლონდონში გადაბარგდნენ.

მისლინტატიც ყოფილი ბორუსიელია, მას გერმანულ მედიაში მოიხსენიებენ მეტსახელით ''ალმასის თვალი,'' “არსენალში’’ მისვლამდე გერმანულ კლუბში მუშაობდა, ფუნქცია არ შეუცვლია, ნისლიან ალბიონზეც გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობს დირექტორ რაულ სანლეჰისთან ერთად, რაულმა ოფიციალურად პირველ თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება “არსენალთან,’’ მას კატალონიის “ბარსელონაში’’ მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს, მისი მთავარი ფუნქცია კლუბის გაძლიერებაზე ზრუნვაა, ფეხბურთელებთან მოლაპარაკების წარმოებაა. მისლინტატი წმინდა საფეხბურთო მხარეზეა პასუხისმგებელი, ფეხბურთელთა შეძენის საკითხში არსენ ვენგერის მრჩევლად ითვლება, სანლეჰი კი მოლაპარაკების კლუბის სასარგებლოდ დასრულებაზეა ორიენტირებული.

ზაფხულში ვენგერის გუნდში ცვლილებებს ელიან, .football.london-ზე ვკითხულობთ სტატიას 8 ფეხბურთელის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ზაფხულში “არსენალის’’ ფეხბურთელები გახდნენ.

გერმანული “ელექტროსადგური’’ - მაქს მაიერი

ზაფხულში მაქსი თავისუფალი აგენტი გახდება. მისლინატი მაიერში კაზორლას შემცვლელს ხედავს. “შალკეს’’ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა აღიარა, რომ მაიერი კლუბს დატოვებს: “უნდა ვაღიაროთ, რომ მაიერი ზაფხულში დაგვემშვიდობება, მას ჩვენგან არ მიუღია შეთავაზება ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ, მისი სურვლი კლუბის შეცვლაა.''

წარმატებული ფრანგის ამბავი - აბდუ დიალო

ფრანგი მცველი გასულ ზაფხულს “მონაკოდან’’ “მაინცში’’ გადავიდა, ბუნდესლიგაში დასამახსოვრებელი შეხვედრები ჩაატარა, მისლინტატი მასში დიდ პერსპექტივას ხედავს, დიალო ცაციაა, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

ფელიქს უდუოხაი

კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, დიალოს მსგავსად უდუოხაიც ცაციაა. მათ შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ტექნიკური უნარები “ვოლფსბურგის’’ ფეხბურთელს უკეთესი აქვს. 20 წლის უდუოხაი გასულ ზაფხულს “მიუნხენ 1860’’-დან გადავიდა “ვოლფსბურგში,’’ მას მშვენიერი სეზონი აქვს ბუნდესლიგაში.

ხალი მატს ჰუმელსი? ჩაღლარ სოიუნჩუ

თურქმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისლინტატზე, “ფრაიბურგის’’ მცველი ბუნდესლიგაში ყველაზე პერსპექტიულ ცენტრალურ მცველად ითვლება, მისი შეძენა “ჩელსის,’’ მანჩესტერ “სიტისა’’ და “ლივერპულს’’ სურთ. “ფრაიბურგი’’ მის გაყიდვას გამორიცხავს, თუმცა გერმანული მედია მის სატრანსფერო თანხად 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ასახელებს.

ტალანტი გერმანიიდან - ქერემ დემირბაი

24 წლის ფეხბურთელით “ლივერპულია’’ დაინტერესებული. მას ჰქონდა ბრწყინვალე სეზონი 2016-17 წლების სეზონში. მიმდინარე სეზონში ტრავმებმა შეამცირა დემირბაის მოედანზე ყოფნის ხანგრძლივობა. მას კარგად გამოსდის ნახევარდაცვის სიღრმეში მოქმედება, ბურთის “დაჭერა’’ და შეტევების წამოწყება.

ბერნდ ლენო

მისლინტატის აზრით ლენო არის ის, ვინც შეცვლის პეტრ ჩეხს. მისი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 22 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ლენოს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

ის არ “გაიაფდება’’ - ბენჟამენ პავარი

კიდევ ერთი ფრანგი მცველი, “შტუტგარტს’’ 2016 წლის აგვისტოში შეუერთდა,  მისლინტატი პავარის დიდი ქომაგია, მაგრამ “შტუტგარტის’’ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ რეჩკემ განაცხადა, რომ პავარის სატრანსფერო თანხა არ შემცირდება, კლუბი მასში 30 მილიონ ევროს ითხოვს. რეჩკეს თქმით ზაფხულში შესაძლოა ტრანსფერი შედგეს, ამ ეტაპზე კარი მოლაპარაკებისთვის არ გაღებულა.

ქომაგთა ოცნება - უსმან დემბელე

მისლინტატი იყო კაცი, ვინც დემბელე “დორტმუნდში’’ მიიწვია, მისი გადაბარგება ჩრდილო ლონდონში ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა მისლინტატის ფაქტორმა შესაძლოა “მეთოფეთა’’ სატრანსფერო ოცნება რეალობად აქციოს.

ვენგერის კურიოზული შემთხვევა და მისი აზრები პოლიტიკაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები