ლივერპული, ვიქტორ მუნიოსი
Aa
Aa

ირაოლას პირველი ტრანსფერი - ვიქტორ მუნიოსი ლივერპულში ითამაშებს

ლივერპულში ანდონი ირაოლამ ახალი ტრანსფერი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

LiverpoolEcho წერს, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ვიქტორ მუნიოსთან შეთანხმებას მიაღწია.

ესპანელმა გარემარბმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა, რომელიც 2032 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო ღირებულების 50%-ს, ანუ 20 მილიონ ევროს მადრიდის რეალი მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელს მადრიდის რეალის აკადემია აქვს გავლილი და პირველ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა.

მისი ბოლო კლუბი ოსასუნა იყო, სადაც 2025 წლიდან თამაშობდა. მუნიოსმა ოსასუნას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 36-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტი-რეკორდი | რონალდუს ყველაზე ცუდი სტატისტიკა მუნდიალზე
ანტი-რეკორდი | რონალდუს ყველაზე ცუდი სტატისტიკა მუნდიალზე