ნეიმარი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ვინი მთავარი მოთამაშეა. წარმოუდგენელ ფორმაშია“ - ნეიმარი

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა გუნდისთვის ვინისიუს ჟუნიორის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რას ამბობს ნეიმარი:

„მიხარია, რომ გულშემატკივრები და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ასეთ მხარდაჭერას მიცხადებენ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ის მახარებს, რომ ჩვენს გუნდში ყველაფერი კარგად არის. ძალიან მიხარია ვინის ამჟამინდელი ფორმა. დღესდღეობით ვინი ჩვენი მთავარი მოთამაშეა, ის დაუჯერებელ ფორმაშია, გვეხმარება, მატჩების ბედს წყვეტს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა კი პლეი-ოფი გველოდება და გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ, რათა ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიოთ“.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ბრაზილიელებმა შოტლანდიის ნაკრები 3:0 დაამარცხეს. ამ თამაშში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, ნეიმარი კი შეცვლაზე 76-ე წუთზე შემოვიდა – ეს 2023 წლის შემდეგ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მისი პირველი მატჩი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი: “ამ დღეს დიდი ხანი ველოდი“
ნეიმარი: “ამ დღეს დიდი ხანი ველოდი“