ვენგერის კურიოზული შემთხვევა და მისი აზრები პოლიტიკაზე
Aa
Aa

ვენგერის კურიოზული შემთხვევა და მისი აზრები პოლიტიკაზე

ევროპა ლიგის 2017-18 წლების სეზონის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, 5 აპრილს ლონდონის ''არსენალი'' ''ემირეითზე'' მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს. მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ჟურნალისტი რუსულ ენაზე კითხვას უსვამდა, არსენ ვენგერს ყურსასმენის გაკეთება დაავიწყდა.

 

გამოცდილმა ფრანგმა მწვრთნელმა საფეხბურთო თემატიკის გარდა რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის დაძაბულ დიპლომატიურ ურთიერთობაზეც ისაუბრა.

რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე

გულწრფელად რომ გითხრათ ვფიქრობ არავინ იცის რეალურად რა ხდება. როგორც ჩანს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გართულებულია. იმედი მაქვს ეს ფაქტი გავლენას არ მოახდენს მათზე, ვინც მოსკოვიდან საფეხბურთო მატჩისთვის ლონდონში ჩამოვიდა.

ვენგერი ცსკა-ს შესახებ

რუსულ გუნდებს ყოველთვის ჰქონდათ კარგი საშემსრულებლო დონე. მათ დიდი ისტორია აქვთ ამ თამაშში, პატივი უნდა ვცეთ მათ. ჩემს გუნდებს ყოველთვის რთული მატჩები ჰქონდათ რუსულ კლუბებთან. გასულ წელს ცსკა-ში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ყველამ იცის, რომ ძმები ბერეზუცკები ძალიან გამოცდილები არიან და დაცვაში კომპაქტურად თამაში შეუძლიათ.

ვენგერი ლაკაზეტისა და ოსპინას შესახებ

ლაკაზეტი თამაშისთვის მზადაა, ფიზიკურად მზადაა სათამაშოდ, თუმცა გადაწყვეტილება არ მიმიღია ითამაშებს თუ თადარიგში დარჩება. რაც შეეხება ოსპინას, თქვენ ნახავთ ითამაშებს თუ არა.

მხითარიანის როლი

ვფიქრობ მას უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. იმედი მაქვს დიდ დახმარებას გაგვიწევს ევროპა ლიგაზე და მაქსიმალურად მეტ ეტაპს გავივლით.

საფეხბურთო მატჩი ''ემირეითზე'' 5 აპრილს თბილისის დროით 23 საათსა და 5 წუთზე დაიწყება.

ვენგერის ახალი მრჩეველი და რვა სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები