„ეს ოცნების ახდენა იქნებოდა“ - კუბარსი ესპანეთი-არგენტინის შესაძლო ფინალზე
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ მცველი პაუ კუბარსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშზე ოცნებობს.
- იქნებოდა თუ არა ოცნება ფინალში მესის წინააღმდეგ თამაში?
„ეს ოცნება იქნებოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშს ნიშნავდა. ეს იქნებოდა მოგების შანსი. ეს რომ მესის წინააღმდეგ მატჩი ყოფილიყო, ბავშვობის ოცნების ახდენა იქნებოდა“.
- ლეო შენი კუმირია?
„დიახ. მთელი ჩემი ოჯახი „ბარსას“ გულშემატკივრობდა და ბავშვობიდან მოყოლებული, ის ყოველთვის ჩვენი კუმირი და მაგალითი იყო, ძალიან მინდა მისი გაცნობა“.
- მესის მიუხედავად, ფიქრობთ, რომ შეძლებთ გამარჯვებას?
„ეს არის ნათელი მიზანი, რომელიც გონებაში გვაქვს და ჩვენ მისკენ მივდივართ“,
- განაცხადა კუბარსიმ.
აქვე გეტყვით, რომ არგენტინა და ესპანეთი თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში ერთმანეთს ფინალამდე ვერ შეხვდებიან. ასე რომ, შესაძლოა კუბარსის ოცნება რეალობად იქცეს, თუმცა იქამდე ჯერ ორივე ნაკრებს ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი.