„სკალონი ყველაფერს სწორად მიხვდა“ - მესისა და არგენტინის ნაკრების სრული სინთეზი
Sky Sports-ის ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ლიონელ მესის უნარების სრულად გამოყენება მწვრთნელისა და გუნდის მიერ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ მატჩში არგენტინის ნაკრების ფორვარდმა 5 გოლი გაიტანა.
„მესიმ დაიწყო, როგორც საუკეთესო მოთამაშემ თავის გუნდში. და როგორც საუკეთესო მოთამაშემ ნებისმიერ სხვა გუნდში. როდესაც ის 10-11 წლის იყო, მწვრთნელები ცენტრალურ თავდამსხმელებს აშორებდნენ, რადგან ისინი მას გზაზე ეღობებოდნენ. გუნდები მისი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით ყალიბდებოდა. თანაგუნდელები მას აძლევდნენ ბურთს, რადგან ის მათ გამარჯვებაში ეხმარებოდა. ისინი მისი მეგობრები გახდნენ, რადგან აღფრთოვანებულები იყვნენ მისით.
შემდეგ ის გაიზარდა. და გზად შეხვდა მოთამაშეებს, რომლებიც მას არ იცნობდნენ. ზოგიერთს თავისი ისტორია, თავისი შიშები და ზოგ შემთხვევაში უზარმაზარი ეგოც ჰქონდა. მას ყოველთვის არ სცემდნენ პატივს. გუნდები ყოველთვის მასზე არ თამაშობდნენ. ის ყოველთვის არ იღებდა ბურთს იმ ადგილებში, სადაც რაღაცის შეცვლა შეეძლო. სანამ არ გამოჩნდა სკალონი.
კვლავ გამოჩნდა მწვრთნელი, რომელსაც ესმის, რომ როცა მესი გყავს, ამოცანა ის კი არ არის, რომ ის რაიმე იდეაში ჩასვა, არამედ ის, რომ იდეა მის გარშემო ააგო. ის კვლავ გახდა საუკეთესო მოთამაშე თავის გუნდში. ის კვლავ გახდა საუკეთესო მოთამაშე ყველა გუნდს შორის.
ცხრა გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ მის ბოლო თორმეტ მატჩში. და მისი თანაგუნდელები, ისევე როგორც 10 წლის ასაკში, აგრძელებენ მის ძებნას. იმიტომ, რომ როცა ის გვერდითაა, გამარჯვება უფრო ადვილი ხდება, და იმიტომ, რომ ისინი აღფრთოვანებულები არიან მისით ამის გამო და იმის გამო, რომ მას თავისი პროფესია ისეთ დონეზე აჰყავს, რომლის წარმოდგენაც კი არავის შეეძლო.
ზოგიერთი ისტორია დასაწყისს უბრუნდება. როგორც სიმღერები, რომლებიც ყველა კუპლეტის შემდეგ მისამღერს უბრუნდებიან“,
- დაწერა ბალაგემ.