ჭაბუკ ძიუდოისტთა 4 მედალი - სამორინის ევროპის თასი
საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა სამორინის ევროპის თასზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის გუნდის წარმომადგენლებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და როგორც ადგილობრივ პუბლიკაზე, ასევე ტურნირის ორგანიზატორებზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს.
განსაკუთრებული შედეგი გიორგი ავალიანმა (-60 კგ) აჩვენა, რომელიც ევროპის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალამდე მან პოლონელ ჰუბერტ იაკუბოვსკის, ბერძენ პეტროს როცოსს, უკრაინელ რომან სავჩუკს და ხორვატ ანდრია პარიპოვიჩს აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, კიდევ ერთ უკრაინელ ხაზარ ჰეიდაროვს მოუგო.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონი საბა ნოზაძე (-50 კგ) გახდა, ხოლო მუსლიმ ტოხოსაშვილი (-50 კგ) და ნიკოლოზ მუშტარაული (-55 კგ) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.