არბელოა ბენფიკასთან მატჩზე: რეალის მიზანი მათი გამოთიშვა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბენფიკასთან“ დაპირისპირების შესახებ თავის მოლოდინებზე ილაპარაკა.
პირველი თამაში სამშაბათს, ლისაბონში, გაიმართება. მანამდე, ტურნირის საერთო ეტაპის ბოლო ტურში, „ბენფიკამ“ „მადრიდი“ დაამარცხა (4:2).
– როგორი „ბენფიკას“ ხილვას უნდა ველოდოთ ხვალ?
– პირველ რიგში, ინდივიდუალური ტალანტებით დაჯილდოებულს. თუმცა, მათი განწყობა ძალიან დაემსგავსება იმას, რაც სამი კვირის წინ იყო. მათ ჰყავთ ლიდერი, რომელიც კარნახობს, როგორ ითამაშონ და იბრძოლონ. ამ მხრივ, არის მცირე ნიუანსები. მაგრამ ეს იქნება ძალიან კონკურენტული, რთული მატჩი და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
– მოურინიომ „დაჭრილ“ „რეალზე“ ისაუბრა. არის თუ არა შურისძიების სურვილი?
– არა. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ „ბენფიკას“ გამოთიშვა კი არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. პლეი-ოფში გასვლა — ეს შურისძიება კი არა, მიზანია, – განაცხადა არბელოამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.