ისტორიული შედეგი - 17 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - 17 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ შერეული საბრძოლო ხელოვნებების  ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა მებრძოლებმა 2 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედლით დასრულეს. კონტინენტის პირველობა 12, 14, 16 და 18-წლამდე ასაკის მებრძოლთა შორის ჩატარდა. საუკეთესო შედეგი 14 და 18-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სინან მამედოვმა (52 კგ) და ელენე გლურჯიძემ (47,6 კგ) აჩვენეს, რომლებიც ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტული შამილ მაგამედოვმა, ალექსანდრე სანიკიანმა, ლუკა ბერიძემ, ნოდარ ნოზაძემ, გეგა კორძაიამ, ღვთისო კვიციანმა და გიორგი პირველმა მოიპოვა, ხოლო ცოტნე გელაშვილმა, ცოტნე ბიზიკაშვილმა, ლაშა რეხვიაშვილმა, დავით ნინიაშვილმა, ბესარიონ კატშანმა, თორნიკე ბაქრაძემ, დიტო ანთიამ და საბა ბაკურაძემ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.

ცნობისათვის, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ქართველ მებრძოლებს ხარისხობრივად ასეთი შედეგი აქამდე არასოდეს უჩვენებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“
მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“