სამხარაძე და სხვები - არაოლიმპური სახეობების დაჯილდოება
Aa
Aa

სამხარაძე და სხვები - არაოლიმპური სახეობების დაჯილდოება

სპორტული რადიო „ჯაკოს“ ორგანიზებით სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში წლის ტრადიციული გალა-დაჯილდოება გაიმართა და 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დასახელდა. ლაურეატები სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.

ინდივიდუალური ჯილდოები ათლეტიზმის ფედერაციიდან - თემურ სამხარაძემ, ქართული ჭიდაობიდან - საბა ინანეიშვილმა, კონტაქტური კარატეს ფედერაციიდან - მინდია მგელაძემ, საავტომობილო სპორტის ფედერაციიდან - დათა ქაჯაიამ, სამბოს ფედერაციიდან - ავთანდილ მუკბანიანმა, უშუს ეროვნული ფედერაციიდან - მათე კორთხონჯიამ, ჭადრაკის ფედერაციიდან - ნინო ბაციაშვილმა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციიდან  ლექსო საბანაძემ მიიღეს.

სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა ფედერაციიდან ნიკა ლეკაიძე. ბადრი პატარკაციშვილის პრემია კი მიიღო ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონმა 18 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ. ასევე დაწესებული იყო ერთი გუნდური პრიზი, რომელიც ფუტსალის ასოციაციიდან საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დაიმსახურა, რომელმაც 2025 წელს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა, თუმცა სამწუხაროდ ამჯერად ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა