ინგა გურგენიძე
Aa
Aa

რუმინეთსა და სლოვენიაში - გურგენიძის ორი მედალი

უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ნაკრებსა და ქართველ სპორტსმენებს ფიგურული ციგურაობის თითქმის ყველა დისციპლინაში განსაკუთრებული წარმატებები აქვთ, რის გამოც სპორტის ამ სახეობის ქართველი გულშემატკივარი მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიადას ოპტიმისტური განწყობით ხვდება. ასაკიდან გამომდინარე, უფროსების ოლიმპიურ თამაშებზე ჯერჯერობით ვერ იასპარეზებს 16 წლის ინგა გურგენიძე, მაგრამ სამაგიეროდ მას მარტში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვიხილავთ, რომელსაც ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს.

სწორედ ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად მან იანვარში ორ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე, რუმინეთსა და სლოვენიაში იასპარეზა და ერთ შემთხვევაში ოქროს, ხოლო მეორეში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინგამ რუმინეთის ქალაქ ოტოპენში ოცდაერთ სპორტსმენს შორის მეორე შედეგი აჩვენა, ხოლო ლუბლიანაში მას კონკურენციას ოცდაორი მოციგურავე უწევდა და ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო - მან ამის გაკეთება 2025 წელს მოახერხა, როდესაც ტურნირს ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა ოლიმპიადისთვის უფრო მშვიდად მოვემზადებით“ | მეტელკინა-ბერულავა ევროპის ჩემპიონობაზე
„ახლა ოლიმპიადისთვის უფრო მშვიდად მოვემზადებით“ | მეტელკინა-ბერულავა ევროპის ჩემპიონობაზე