“მწვრთნელების სიტყვები გავიხსენე“ - ეგაძის პირველი კომენტარი შეფილდიდან
ნიკა ეგაძე ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონია - ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამის შემდეგ თავისუფალი პროგრამაც ყველა მეტოქეზე კარგად შეასრულა და საქართველოს ისტორიაში პირველად ვაჟთა თანრიგში ევროპის ჩემპიონობა მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ, ეგაძემ კომენტარი გააკეთა:
„როცა ყინულზე გავედი, ცოტას ვნერვიულობდი. შემდეგ კი მწვრთნელების სიტყვები გავიხსენე, რომ პროცესით სიამოვნება უნდა მიმეღო, დავმშვიდებულიყავი და ამ შესანიშნავი პუბლიკისთვის მეჩვენებინა ის, რაც შემეძლო. ლუკა ბერულავა ჩემი ნათლიაა და ახლა ორივე ჩემპიონები ვართ და ეს საოცარი შეგრძნებაა. ის და მეტელკინა მხარს მიჭერდნენ და ეს ძალიან დამეხმარა.
ახლა მენტალურად უნდა დავისვენო. შემდეგ კი ოლიმპიური თამაშებისთვის მოვემზადო ისე კარგად, როგორც ამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადე. ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“
აქვე შეგახსენებთ, რომ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ საქართველოს ისტორიული ოქროს მედლები მოუტანეს.
მოგვიანებით სპორტულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამას წარადგენენ.