„არ ვარ დარწმუნებული, რომ ქამრის დაბრუნებას შეძლებს“ - სენდჰეგენი დვალიშვილზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბი შეაფასა, რომელიც რუსი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა.
რა თქვა სენდჰეგენმა:
„მებრძოლები ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ ერთკვირიანი შეტყობინებით ჩანიშნულ ბრძოლაში მსოფლიო ჩემპონის დამარცხება შეუძლიათ, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია, რეალობა კი განსხვავებულია.
წელიწადში 2-3 ჩხუბის ჩატარება ძალიან რთულია, ვინაიდან თითოეული ბრძოლა საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ფორმის პიკზე ყველაზე საჭირო მომენტში აღმოჩნდე.
ვფიქრობ, იანისა და დვალიშვილის მესამე ჩხუბში უფრო ძლიერ მერაბს ვიხილავთ, ბრძოლა კი უფრო საინტერესო და დაძაბული გამოვა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ დვალიშვილი ქამრის დაბრუნებას შეძლებს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სენდჰეგენი 4 ოქტომბერს დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა, უკვე დეკემბერში კი პიოტრ იანთან რემატჩი წააგო და საჩემპიონო ქამარი დათმო.