UFC 324 | ჯასტინ გეიჯიმ და პედი პიმბლეტმა წონა ჩააბარეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 324-ია. მისი მთავარი მოვლენა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება გახლავთ და ორთაბრძოლის გამარჯვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებით საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს.
First to the scale ⚖️@PaddyTheBaddy checks in at 154lbs for one half of the main event!
— UFC (@ufc) January 23, 2026
[ #UFC324 | TOMORROW | 9pmET on @ParamountPlus ] pic.twitter.com/b8WOOpSHNM
პარასკევს აწონვის ცერემონია გაიმართა და ინგლისელმა წონა ჩააბარა. „ბედიმ“ 154 ფუნტი, 69.8 კილოგრამი დააფიქსირა. გეიჯი მასზე ოდნავ მძიმეა. ამერიკელი მებრძოლი 155 ფუნტს, 70.3 კილოგრამს იწონის.
TITLE ON THE LINE TOMORROW ???? @Justin_Gaethje | 155lbs
— UFC (@ufc) January 23, 2026
[ #UFC324 | TOMORROW | 9pmET on @ParamountPlus ] pic.twitter.com/vR45i451eO
სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ წონა წარმატებით ჩააბარა და 135.5 ფუნტი (61.4 კგ) დააფიქსირა. მისი მეტოქე, სონგ იადონგი - 136 ფუნტს (61.46 კგ) იწონის.
ცნობისთვის, წონა ორმა მებრძოლმა ვერ ჩააბარა: ალექს პერესი, დეივისონ ფიგერედო. ბრძოლას არც ერთი მათგანი ჩახსნილა და ჩხუბის ჰონორარის 25 პროცენტის დათმობის სანაცვლოდ, ოქტაგონში შევლენ.