პედი პიმბლეტი, დენა უაითი
Aa
Aa

„ვარსკვლავობისთვის ყველა თვისება გააჩნია“ - დენამ პიმბლეტი დაახასიათა

2026 წლის პირველი საჩემპიონო ქარდის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა უამრავ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, რომელთა შორისაც განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევი პედი პიმბლეტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გახლდათ. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებმა დროებითი ჩემპიონობისთვის გეიჯი-პიმბლეტის ბრძოლა იმიტომ ჩანიშნეს, რომ ლივერპულელის გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან და მისი ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურთ, რაც უაითის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა.

დენა უაითი

პედის ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ UFC-ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდეს. ის მუდამ გასამარჯვებელ გზას ეძებს და არავისთან ჩხუბის არ ეშინია. კარგად მუშაობს კამერებზე, ხოლო ოქტაგონზე მისი ყოველი გამოსვლა ნათელი, ენერგიული და ამაღელვებელია. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ვარსკვლავობასთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.

ცნობისათვის, პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა UFC 324-ის მთავარი მოვლენა იქნება და ეს ღონისძიება სტარტს თბილისის დროით 25 იანვარს, დილის 04:00 საათიდან აიღებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თეთრ სახლში მთავარ მოვლენად? | Fight Basics-ის საინტერესო ინფორმაცია ილიაზე
თეთრ სახლში მთავარ მოვლენად? | Fight Basics-ის საინტერესო ინფორმაცია ილიაზე