კრიშტიანუ რონალდუ, დენა უაითი
Aa
Aa

დენა უაითი: ფეხბურთი სპორტის ყველაზე უნიჭო სახეობაა

მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების წინ, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ში აიღებს სტარტს, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა, რომ ამ სპორტის სახეობის გულშემატკივარი არ არის.

„ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ ვთქვი, რომ ფეხბურთი ყველაზე უნიჭო სპორტია. არ მახსოვს, რის გამო დაიწყო ეს საუბარი, მაგრამ მაშინ ვთქვი: „არსებობს მიზეზი, რის გამოც მას სამი წლის ბავშვები თამაშობენ. როდესაც კარები კედლისხელაა, ანგარიში კი მაინც 1:1-ია“. ჯობია ჰოკეიზე ვისაუბროთ, თუმცა არც მისი დიდი ფანი ვარ. მაგრამ იქ ბიჭები საათში ასი მილის სიჩქარით დარბიან, კარები იქ მდგომი ადამიანისხელაა და შეიძლება ფაქტობრივად ყოველ წამს მოგკლან. მისმინეთ, მე ვაღმერთებ კრიშტიანუ რონალდუს, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამ ბიჭებისადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად - მე უბრალოდ არ ვარ ფეხბურთის ფანი“,

- განაცხადა უაითმა Big Boy TV-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სერხიო რამოსი, უეინ რუნი და ნეიმარი, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები არიან და არაერთხელ დასწრებიან UFC-ის საღამოებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება და ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, 1994 წლის მუნდიალის შემდეგ, მეორე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები