დენა უაითი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

დისციპლინური დარღვევები და გაშვებული შანსი | დენას თქმით, ცარუკიანი N1 პრეტენდენტია

დენა უაითი ადასტურებს, რომ არმან ცარუკიანი მსოფლიოს #1 პრეტენდენტია მსუბუქ წონაში, თუმცა ხსნის მიზეზებს, თუ რატომ არ მიიღო მან სატიტულო ბრძოლა მომენტალურად. აქ იკვეთება ორი მთავარი ფაქტორი: დისციპლინური დარღვევები და ხელიდან გაშვებული შანსი.

ჟურნალისტი დიანა ბელბიტა დენას ესაუბრა.

ჟურნალისტი: ითამაშა თუ არა როლი თავით დარტყმის ინციდენტმა იმაში, რომ მას ამ ბრძოლისთვის გვერდი აუარეს?

დენა უაითი: რომელმა ინციდენტმა?

ჟურნალისტი: როდესაც მან აწონვისას ოპონენტს თავი დაარტყა.

დენა უაითი: მას რამდენიმე ინციდენტი ჰქონდა. მას ერთზე მეტი ინციდენტი ჰქონდა... და ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ტიტულისთვის ეჩხუბა. ასე რომ, კი... ეჭვგარეშეა, რომ ამ დროისთვის ის მსოფლიოში ნომერი პირველი [პრეტენდენტია], მაგრამ მას თავისი შანსები ჰქონდა და...

ჟურნალისტი: არის თუ არა ეს ერთგვარი გზავნილი UFC-ის ყველა მებრძოლისთვის, რომ აკონტროლონ თავიანთი ქცევა ოქტაგონს მიღმა?

დენა უაითი: არა, არა, არანაირი გზავნილი. უბრალოდ ამ საქმეში ბევრი გიჟური რამ ხდება ხოლმე. იცით, არმანმა იცის. ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ვფიქრობ, მედიას უყვარს ამაზე ლაპარაკი, თუმცა არც მისთვის და არც გულშემატკივრისთვის რაიმეს ზედმეტი ახსნა საჭირო არაა. ქომაგებმა მშვენივრად იციან, რაც ხდება.

ჟურნალისტმა ახსენა თავით დარტყმა აწონვაზე, მაგრამ დენამ შეუსწორა, რომ "მას რამდენიმე ინციდენტი ჰქონდა". აქ იგულისხმება ცარუკიანის ცნობილი კონფლიქტები. წარსულში, სასტუმროში მომხდარი ჩხუბი ბობი გრინთან (სწორედ ამას გულისხმობდა ჟურნალისტი აწონვის/სასტუმროს ინციდენტში), სადაც არმანმა მას დაარტყა. ასევე, UFC 300-ზე გამოსვლისას, ოქტაგონისკენ მიმავალ გზაზე, არმანმა მაყურებელს დაარტყა, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ნევადის ათლეტიკურმა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია (აეკრძალა ჩხუბი გარკვეული პერიოდით) და ფულადი ჯარიმა დააკისრა.

როდესაც არმანმა UFC 300-ზე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა, UFC-მ მას შესთავაზა ძალიან სწრაფი დაბრუნება, ივნისში ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლა. არმანმა უარი თქვა, რადგან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. შედეგად, სატიტულო შანსი დასტინ პორიემ მიიღო. დენა უაითი ხშირად ამბობს, რომ როცა შანსს ხელიდან უშვებ, რიგში უკან იწევ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები