ტატო გრიგალაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი
Aa
Aa

ავსტრიის გრან პრი - ქართული ფინალი და ბრინჯაოს შანსი

ავსტრიის გრან პრიზე, -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება.

ოქროს მედლისთვის ერთმანეთთან ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი იბრძოლებენ.

გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ბრაზილიელ რაფაელ მაკედოს მოუგო, უფრო ადრე კი ესპანელი აარონ სანტამარია როდრიგესი, ჩეხი დავიდ კლამერტი და ბრიტანელი ჯამალ პეტგრეივი გამოთიშა ასპარეზობას.

ლუკა ჯავახიშვილმა კი ფინალში გამსვლელ ბრძოლაში ფრანგი მაქსიმ-გაელ ჰამბუ დაამარცხა, მანამდე კი გერმანელ ლასე შჩრივიერს, იტალიელ კრისტანტო მინჩინესისა და ისრაელელ როი საივანს მოუგო.

დღესვე, +100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ირაკლი დემეტრაშვილსაც ექნება, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანი: ილიასთან მე უნდა ვიჩხუბო, ქამარს ავიღებ, მარტივი ფული იქნება
ცარუკიანი: ილიასთან მე უნდა ვიჩხუბო, ქამარს ავიღებ, მარტივი ფული იქნება