„სწავლა და კითხვა არ მიყვარს“ - საბალენკას აღიარება
უფრო მეტად ადრე არსებობდა სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ ყველა სპორტსმენი განათლებაში მოიკოჭლებდა და ამის უმთავრესი მიზეზი ის გადატვირთული გრაფიკი გახლდათ, რომლის პირობებშიც თითოეულ მათგანს წარმატების მიღწევაზე ზრუნვა უწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ყველაფერი უკეთესობისკენ არის შეცვლილი და წიგნების კითხვა სპორტსმენებმაც დაიწყეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ ეხება ბელარუს ჩოგბურთელს არინა საბალენკას, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ სწავლა და კითხვა მისი ნაკლებად ძლიერი მხარეა.
არინა საბალენკა
მუდამ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რასაც ვგრძნობ. ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე დღით მომინდა სოციალური ქსელიდან გავმქრალიყავი და წიგნები წამეკითხა, თუმცა ხომ გეუბნებით, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო რამდენიმე თვეა ისეთი დაკავებული ვარ, წიგნებისთვის კი არა, დასაჯდომად ვერ ვიცლი. ამის გამო ძალიან მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ სხვა ჩოგბურთელები შეუჩერებლად კითხულობენ, მე კი გულწრფელად გეუბნებით, რომ სწავლა და კითხვა არ მიყვარს. ალბათ ამიტომაც ვარ ჩოგბურთში წარმატებული, რადგან მას დიდ ყურადღებას ვუთმობ და ეს ერთადერთი სფეროა, სადაც შემიძლია საკუთარი პოტენციალი ვაჩვენო.
ცნობისათვის, 27 წლის არინა საბალენკას როგორც ავსტრალიის (2023, 2024), ასევე ამერიკის ღია პირველობა (2024, 2025) ორჯერ აქვს მოგებული. როლან გაროსზე მისი საუკეთესო შედეგი ფინალია (2025), ხოლო უიმბლდონზე ნახევარფინალს (2021, 2023, 2025) არასოდეს გასცდენია.