ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

წელი ძალიან ცუდად დაიწყო | ბასილაშვილის ზედიზედ მეორე მარცხი

ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე მატჩი დათმო, პერუელმა გონსალო ბუენომ პირველ სეტში 6:1 მოუგო, მეორე სეტში ტაიბრეიკზე 7:6 (7:5) დაამარცხა და კვალიფიკაციიდან გამოთიშა.

ATP-ის რეიტინგში ბასილაშვილი 107-ე ჩოგანია, ბუენო - 214-ე.

მიმდინარე წელი ბასილაშვილისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციამდე ბრისბენის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა და პირველივე მატჩში ATP რეიტინგის 116-ე ნომერთან, კრისტოფერ ო’კონელთან ორ სეტში 2:6, 3:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები