კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ყოფილ მწვრთნელს გაუთანაბრდა - ალკარასმა რუბლევს ზედიზედ მეოთხედ მოუგო

კარლოს ალკარასი შეჩერებას არ აპირებს და 2026 წელს ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო. კატარში მიმდინარე დოჰას 500-იანი ტურნირის ნახევარფინალში ესპანელმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლიოვი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ალკარასთან კარიერაში ზედიზედ მეოთხედ წააგო, ურთიერთშეხვედრებში კი 1:5 მარცხდება.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კარლოსი ATP-ის ტურნირებში ფინალში 34-ედ გავიდა, რითაც თავისი ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ხუან კარლოს ფერეროს მიღწევა გაიმეორა. ალკარასზე წინ ახლა ხუთი ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი (131 ფინალი), მანუელ ორანტესი (72), დავიდ ფერერი (52), კარლოს მოია (44) და სერხი ბრუგერია (35).

დოჰას ტურნირის ფინალში კარლოს ალკარასის მეტოქე რეიტინგის მე-40 ნომერი, ფრანგი არტურ ფისი იქნება, რომელმაც ჩეხ იაკუბ მენშიკს ორ სეტში აჯობა და 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა. ფისის კარიერაში ეს ATP-ის მეხუთე ფინალი იქნება. ბოლოს არტურმა მსგავსი დონის შეჯიბრების გადამწყვეტ შეხვედრაში 2024 წელს ტოკიოში იასპარეზა. ცნობისათვის, ალკარასი-ფისის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვებით დაიწყო - ალკარასმა დოჰაში რინდერკნეშს მოუგო
გამარჯვებით დაიწყო - ალკარასმა დოჰაში რინდერკნეშს მოუგო