კარლოს ალკარასი
Aa
Aa

52 წუთში მოგებული ფინალი - ალკარასმა დოჰას ტურნირი მოიგო

დოჰას 500-ქულიანი კატეგორიის ფინალში ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი ფრანგ არტურ ფილსს დაუპირისპირდა და მარტივად, 52 წუთში, ორ სეტში 6:2 6:1 დაამარცხა და 2026 წელს ზედიზედ მეორე ტიტულს დაეუფლა.

ATP რეიტინგის პირველმა ნომერმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგის პირველივე ჩაწოდება მოიგო.

ალკარასმა მეორე ბრეიკი მე-5 გეიმში შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. მეორე სეტში კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა და ამჯერად სამი ბრეიკი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ დოჰას ტურნირზე კარლოსმა რინდერკნეში, როიერი, ხაჩანოვ და რუბლევი დაამარცხა. ფინალში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ფილსი.

ცნობისთვის, გასული წლის დოჰას ტურნირზე ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ლეჰეჩკასთან დამარცხდა და წელს გამარჯვებით 400 სარეიტინგო ქულა დაიწერა, რითიც პირველი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები