„სიხარულით სავსე ერთი დიდი ოჯახი ვართ“ - ხელბურთელების განწყობა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ პროცესზეა გადასული. დღეს ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში საუდის არაბეთის ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, რომელიც დახურული ხასიათის იქნება და სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებას დაეთმობა. ეროვნული გუნდის წამყვანი ფეხბურთელები, ნიკოლოზ კალანდაძე და ზურაბ ცინცაძე, რომელიც თემურ ორჯონიკიძის არყოფნაში კაპიტანი იქნება, საკმაოდ კარგ განწყობაზე არიან.
ნიკოლოზ კალანდაძე
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შევეცადე დაფიზიკურად მშვენივრად მოვემზადე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება, რადგან 2024 წლის კონტინენტის პირველობა ტრავმის გამო გამოვტოვე. რაც მთავარია მუხლის ის დაზიანება, რომლის გამოც 2-წლიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დამჭირდა, წარსულში დარჩა.
ზურაბ ცინცაძე
განწყობა იდეალურია - ყველანი მოტივირებული ვართ და სიხარულით სავსენი. მეორეჯერ ვასპარეზობთ ევროპის ჩემპიონატზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია. კაპიტნის რანგში პირველად ვიქნები ოფიციალურ მატჩში და ბიჭების დიდი იმედი მაქვს, რომლებიც გვერდში მიდგანან და ზედმეტ ზეწოლას საერთოდ არ ვგრძნობ, რადგან საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ერთი დიდი ოჯახია.
ცნობისათვის, საუდის არაბეთის გარდა, ევროპის ჩემპიონატამდე ქართველი ხელბურთელები კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ და მათი მეტოქე ქუვეითისა და ალჟირის ნაკრებები იქნებიან.