გიორგი დიხამინჯია, ნიკოლოზ კალანდაძე
Aa
Aa

დიხამინჯიას შედეგიანი მატჩები - კალანდაძე პასებში გამორჩეული იყო

რამდენიმე დღეში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების საწვრთნელი პროცესი დაიწყება და მთავარი მწვრთნელის ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით გუნდი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება. სანამ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებოდნენ, ხელბურთელებმა საკლუბო მატჩები ჩაატარეს და რამდენიმე მათგანმა თავი შედეგიანი ქმედებებით გამოიჩინა.

საფრანგეთის სტარ ლიგის XV ტურში „ექს ან პროვანსმა“ საკუთარ სტადიონზე გათამაშების აუტსაიდერ „ისტრს“ 28:24 მოუგო და მასპინძლებს გამარჯვების მოპოვებაში ნიკოლოზ კალანდაძე 1 გოლითა და 6 საგოლე პასით დაეხმარა. ორი შედეგიანი მატჩი ჩაატარა ისლანდიის ჩემპიონატში გიორგი დიხამინჯიამ - საქართველოს ნაკრების ხელბურთელი „აკიურერს“ „კოუპავოგიურთან“ (30:27) გამარჯვებაში 6 ბურთით, თასის მეოთხედფინალში „ფრამის“ (30:25) დამარცხებაში კი 5 გოლით დაეხმარა.

ცნობისათვის, კარგი მატჩი ჰქონდა სანაკრებო შეკრებამდე საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძეს, რომელიც თეიმურაზ ორჯონიკიძის არყოფნაში კაპიტანი იქნება. „ლეგიონოვო“ – „კალიშის“ (22:22)  მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში მასპინძლებმა 6:5 გაიმარჯვეს, ხოლოც მატჩში ცინცაძეს 13 სეივი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან
„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან