ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ამხანაგური მატჩი მოიგო | ხელბურთი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თელავის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ჩრდილოეთ მაკედონიაში ამხანაგური მატჩებით შეუდგა. ჩვენი გუნდისთვის დებიუტი შედეგიანი გამოდგა. პირველ ამხანაგურ მატჩში მაკედონიის კლუბ „ტინეკს პროლეტს“ შეხვდა და 30-27 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მამულაშვილი იყო, რომელმაც სკოპიელთა გუნდს შვიდი ბურთი გაუტანა. მას ერთი ბურთით ჩამორჩა გიორგი კაპანაძე. ხუთი გოლით მესამე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ალექსანდრე შიოშვილს.
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს ასევე გამართავს „აეროდრომთან“ და „ალკალოიდთან“.
საქართველოს ნაკრები: დიმიტრი თორია (1), სანდრო ბოჟაძე (2), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), დავით ხელისუფალი (1), ალექსანდრე შიოშვილი (5), საბა ფუტკარაძე (2), გიორგი კაპანაძე (6), საბა შუბაშიშვილი (3), ნიკოლოზ მამულაშვილი (7), საბა ბუიღლიშვილი (1), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე, ნიკოლოზ ნარიმანიძე.