გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე
Aa
Aa

გოლები და ასისტები - კალანდაძის და ცხოვრებაძის შედეგიანი მატჩები

ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, სადაც საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდი ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, ჩვენი ქვეყნის ნაკრების წევრები კონტინენტის გამორჩეულ ლიგებში მშვენიერ დონეს აჩვენებენ, რაც ბუნებრივია ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამჯერადაც ასევე მოხდა და რამდენიმე ქართველმა ხელბურთელმა გამორჩეული თამაში ჩაატარა.

საფრანგეთის სტარ ლიგის მორიგ შეხვედრაში „ექს ან პროვანსმა“ საკუთარ სტადიონზე „ნიმს“ 32:26 აჯობა, ხოლო ნიკოლოზ კალანდაძემ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ხუთი გოლითა და ოთხი საგოლე პასით შეიტანა. კარგი თამაში ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ლიდერს გიორგი ცხოვრებაძეს, რომელმაც ხორვატიის პრემიერლიგის მეცამეტე ტურში „ვარაზდინი“ – „ზაგრების“ (22:38) მატჩში თანაგუნდელს გატანაში სამჯერ დაეხმარა, ხოლო თავად ოთხი ბურთით გამოიჩინა თავი.

საფრანგეთისა და ხორვატიის მსგავსად, მეცამეტე ტურის შეხვედრები შედგა ისლანდიის პირველობაშიც და „აკიურერმა“ „ჰიოკარს“ რომ 42:38 მოუგო, ამაში ხუთგოლიანი წვლილი გიორგი დიხამინჯიას მიუძღვის. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეკარეს, პოლონეთის ჩემპიონატში „ჰრობრი გლოგუვი“ – „ლეგიონოვოს“ თამაშში ზურაბ ცინცაძის ანგარიშზე 11 სეივია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან
„მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან