ცხოვრებაძის 3 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - ზაგრებმა პელისტერი დაამარცხა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ზაგრებმა პელისტერს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 27:23 დაამარცხა.
ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ზაგრებში გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, რომელსაც დღეს კარგი მატჩი ჰქონდა.
ზაგრებმა 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. რაც შეეხება ცხოვრებაძეს, მან დღეს 3 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი დაუგროვდა.
სამწუხაროდ, ზაგრები ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ადგილს იკავებს - 1 მოგება და 9 მარცხი.
აღსანიშნავია, რომ ზაგრები შიდა ჩემპიონატში დიდებულად გამოიყურება და თავს 12 მატჩიდან 12 მოგებით იწონებს.