ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

თოფურია პირველი ნომინანტია | UFC-ის წლის საუკეთესო ნოკაუტი

UFC-მა წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდოს ნომინანტების წარდგენა დაიწყო და პირველი კანდიდატიც დაასახელა. საბრძოლო ორგანიზაციამ ილია თოფურიას ის კომბინაცია გამოარჩია, რომლითაც „ელ მატადორმა“ ჩარლზ ოლივეირა დააფინიშა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

„სიტყვის კაცი! წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდოზე ილია თოფურია პირველი ნომინანტია,“ – წერს UFC-ის X-ის ოფიციალური გვერდი.

ცნობისთვის, წლის საუკეთესო ნოკაუტის ავტორს გულშემატკივრები გამოავლენენ. ყველა ნომინანტის გამოცხადების შემდეგ ჩატარდება გამოკითხვა, რომელიც 27 დეკემბერს დაიწყება და ქომაგებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ.

ასევე გეტყვით, რომ შარშან წლის საუკეთესო ნოკაუტის ჯილდოზე „ელ მატადორის“ ორი ფინიში იყო წარდგენილი — ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ. საბოლოოდ, ჯილდო მაქს ჰოლოუეს ერგო, რომელმაც ჯასტინ გეიჯი გათიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხედველობის გაორება, ოპერაციას განიხილავენ | ტომ ასპინალმა თვალის პრობლემებზე ისაუბრა
მხედველობის გაორება, ოპერაციას განიხილავენ | ტომ ასპინალმა თვალის პრობლემებზე ისაუბრა