სირილ განი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

მხედველობის გაორება, ოპერაციას განიხილავენ | ტომ ასპინალმა თვალის პრობლემებზე ისაუბრა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა, დუმილი დაარღვია. ინგლისელმა მებრძოლმა სირილ განთან გამართულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომლის დროსაც მეტოქის თითები თვალში ძლიერად მოხვდა და ჩხუბი ვეღარ გააგრძელა.

„თავდაპირველად მეგონა, რომ თვალში თითი შემთხვევით მომხვდა. როდესაც ახლიდან ვუყურე, მივხვდი, რაც ხდებოდა. ეს ბიჭი ცდილობდა, თითი თვალში განზრახ მოერტყა. დარტყმების ყოველი გაცვლისას, როდესაც სახიფათო სიტუაციაში ვარდებოდა, თითებს შლიდა და ჩემი თვალებისკენ მოჰქონდა.

ჩემზე არ არის დამოკიდებული, ოქტაგონში როდის დავბრუნდები. არაფრის უფლება არ მაქვს. განვიხილავთ ვარიანტს, რომ თვალის ოპერაცია ჩამიტარდეს. მომდევნო კვირებში მივიღებთ გადაწყვეტილებას და სპეციალისტებთან გავივლით კონსულტაციას.

სპორტდარბაზში დროს არ ვატარებ და არ ვვარჯიშობ. ექიმის ბრძანებებს მივყვები, რომელმაც MMA-ის ვარჯიშები მკაცრად ამიკრძალა. ვნახოთ, რა მოხდება. ერთი სული მაქვს, ოქტაგონში როდის შევალ და ამ ბიჭს როდის დავამარცხებ. ვნახოთ, რა მოხდება.“

ასპინალმა სოციალურ ქსელში ექიმების დიაგნოზის ამსახველი ფოტოც გაავრცელა. ინგლისელ მებრძოლს აღენიშნება: ბინოკულარული კოორდინაციის დარღვევა და თვალის მოძრაობების შეზღუდვა, ტრავმული ბრაუნის სინდრომი (ბრაუნის სინდრომი გამოწვეულია ზედა ირიბი კუნთის გაუმართაობით, რის შედეგადაც თვალს უჭირს ზემოთ ახედვა), გაორებული მხედველობა, ტრავმის შედეგად შემცირებული მხედველობა, პერიფერიული მხედველობის პრობლემები და დაზიანებული ორბიტალური ძვალი.

ცნობისთვის, ასპინალისა და განის ორთაბრძოლა პირველ რაუნდში შეწყდა. მას შემდეგ, რაც ტომმა ჩხუბი ვეღარ გააგრძელა, ბრძოლის შედეგი ბათილად გამოცხადდა (No Contest).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა ყველას, ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ“ - შერმადინის გამოსამშვიდობებელი კომენტარი
„მადლობა ყველას, ნაკრებს კი წარმატებებს ვუსურვებ“ - შერმადინის გამოსამშვიდობებელი კომენტარი