მედია-სემინარი ბორჯომში - საინტერესო პრეზენტაციები სპორტის ლეგენდებისგან
Aa
Aa

მედია-სემინარი ბორჯომში - საინტერესო პრეზენტაციები სპორტის ლეგენდებისგან

ბორჯომში მდებარე სასტუმრო „ოლიმპში“ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით მედია-სემინარი ჩატარდა. სემინარი გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ მიმართეს.

სამი დღის განმავლობაში განხილულ იქნა ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. სპორტულ ჟურნალისტებს საინტერესო პრეზენტაციები ელგუჯა ბერიშვილმა, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა წარუდგინეს.

ასევე მოეწყო სპეციალური ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. სემინარის მონაწილე სპორტულ ჟურნალისტებს კი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სერთიფიკატები გადასცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძის 6 ქულა რეალთან - გრანადა სამეფო კლუბთან დამარცხდა
ბურჯანაძის 6 ქულა რეალთან - გრანადა სამეფო კლუბთან დამარცხდა