“ტურნირს უნდა მოვეხსნა“ - ჯოკოვიჩი შემაჯემებელზე არ იქნება
ათენის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის წარმატებით დასრულდა. ლეგენდარულმა სერბმა კარიერაში 101-ე ტიტული მოიგო.
ათენის ტურნირის შემდეგ, ნოლეს შემაჯამებელ ტურნირზე უნდა ეთამაშა, თუმცა მოეხსნა. ამასთან დაკავშირებით, თავად ნოვაკმა განაცხადა.
ჯოკოვიჩი:
„ძალიან მინდოდა ტურნირში მონაწილეობა, მაგრამ დღევანდელი ფინალის შემდეგ, სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ტრავმა მაქვს და ტურნირს უნდა მოვეხსნა.“
შეგახსენებთ, რომ ათენის ტურნირის ფინალში ჯოკოვიჩმა ლორენცო მუზეტი სამ სეტში 4:6 6:3 7:5 დაამარცხა. ეს უკანასკნელი კი სწორედ ნოლეს ნაცვლად ითამაშებს შემაჯამებელ ტურნირზე.
ასევე შეგახსენებთ, სერბ სუპერვარსკვლავს ATP შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში 7-ჯერ აქვს მოგებული. ამ მომენტისთვის, ნოვაკი ATP რეიტინგში 4830 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.