ჟერარ პიკე, ლამინ იამალი
Aa
Aa

„არადა, ოცნებობენ ლამინი რეალში თამაშობდეს“ - პიკემ იამალი დაიცვა

ლამინ იამალმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით სკანდალური განცხადება და მინიშნება იმის თაობაზე, რომ სამეფო კლუბს მსაჯები ეხმარებიან, ჟერარ პიკეს მიერ დაფუძნებულ შვიდი შვიდზე ლიგის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას გააკეთა. ბუნებრივია, „ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავის ამ სიტყვებმა კასტილიური კლუბის წარმომადგენლების დიდი გაღიზიანება გამოიწვია და იამალის დაცვა საკუთარ თავზე პიკემ აიღო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მოდით მივიღოთ ლამინი ისეთი, როგორიც არის. 18 წლის ახალგაზრდა არ შეიძლება 38 წლის ზრდასრული ადამიანივით აზროვნებდეს. ის გამოცდილებას დააგროვებს და მალე ყველაფერი შეიცვლება. „რეალის“ ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები მას ლანძღავენ, მაგრამ სინამდვილეში თითოეული მათგანი ოცნებობს იამალი სამეფო კლუბში თამაშობდეს“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ბარსელონას“ შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ხვალ, 26 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ საჭიროდ ჩათვლიან, შენიშვნას დაიმსახურებს“ - ინიესტამ იამალზე ისაუბრა
„თუ საჭიროდ ჩათვლიან, შენიშვნას დაიმსახურებს“ - ინიესტამ იამალზე ისაუბრა