სამი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - მოჭიდავეების წარმატება
Aa
Aa

სამი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - მოჭიდავეების წარმატება

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდათ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) და თემურ ორჯონიკიძე (77 კგ), ხოლო აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ხოზრევანიძემ პლანეტის პირველობა 1/16-ფინალიდან კუბელი მოწინააღმდეგის დამარცხებით დაიწყო, რის შემდეგაც იტალიელ, ირანელ და ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსს აჯობა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრეჰიმთან 0:3 წააგო. მეთექვსმეტედფინალური რაუნდიდან დაიწყო ასპარეზობა ორჯონიკიძემაც, რომელიც ფინალამდე ამერიკელ, მოლდოველ, შვედ და უზბეკ მოჭიდავეზე ძლიერი აღმოჩნდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელმა ირფან მირზოევმა მოუგო.

ბრინჯაოს მედალი ჩვენი ქვეყნის დელეგაციას როგორც უკვე მოგახსენეთ, აჩიკო ბოლქვაძემ მოუტანა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრას პოლონელ იასინ ბენ ლააბადს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - მოჭიდავეების ტრიუმფი
13 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - მოჭიდავეების ტრიუმფი