ამხანაგური მატჩი | 19-წლამდე ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი | 19-წლამდე ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინის 19-წლამდელებს შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

25-ე წუთზე მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვიეს, პენალტი კი ზუსტად ნიკოლოზ ელისაშვილმა შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს - თავი ბოჟიდარ დიმიტრიჩმა გამოიჩინა. 73-ე წუთზე ბოსნიელები დაწინაურდნენ - მოედნის ცენტრიდან ულამაზესი დარტყმით ადმირ გოიაკი გამოირჩა.

შემადგენლობა:

მათე ღაღვიშვილი, ლუკა კუპრავა (დაჩი გოგოლი, 65), მათე შათირიშვილი (კ), ალექსანდრე ამისულაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (გიორგი გონსალვეს ჩუბინიძე, 65), ლაშა ხუციშვილი (ნიკოლოზ შალიკიანი,78), ნიკოლოზ ჩიქოვანი (საბა ნიორაძე, 78), ნიკოლოზ ელისაშვილი (გიორგი კობახიძე, 78), რეზი დანელია, საბა მურვანიძე (შოთა დიაკონიძე, 65), ჰალიდ დოლტმურზიევი (დავით გოგილაშვილი, 65)

სათადარიგო: ნიკოლოზ გვაზავა, დაჩი ჩოჩოშვილი

12 ოქტომბერს ვასილ მაისურაძის გუნდი ბოსნიის წინააღმდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ტესტ მატჩში | 19-წლამდე ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა
მარცხი ტესტ მატჩში | 19-წლამდე ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა