ფერლან მენდი, ჩაბი ალონსო, ენდრიკი, დავიდ ალაბა, ბრაიმ დიასი, რაულ ასენსიო
Aa
Aa

ალონსოს შავი სია - 5 ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა რეალი დატოვოს

მადრიდის „რეალი“ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, გარდამავალ ეტაპს გადის. ესპანური მედიის ინფორმაციით, მან  ფლორენტინო პერესს უკვე გადასცა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მის გეგმებში არ შედიან.

მოთამაშეებს შორის, რომელთა გამორიცხვა ესპანელ სპეციალისტს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, არიან ფერლან მენდი და დევიდ ალაბა. 

ორივე ფეხბურთელს პრობლემები აქვს არასტაბილური ფიზიკური ფორმის გამო, რამაც მათი როლი მნიშვნელოვნად შეამცირა ახალი მწვრთნელის პირობებში. მენდის ქრონიკული ტრავმები აწუხებს, ალაბამ კი პოზიციები დათმო სხვა, უფრო ახალგაზრდა ცენტრალური მცველების სასარგებლოდ.

შავ სიაში მოხვდა რაულ ასენსიოც, რომელიც კლუბის მეორე გუნდიდან დაწინაურდა. მას კარგი მომენტები ჰქონდა გასულ სეზონში, მაგრამ ალონსოს მოსვლის შემდეგ, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

როგორც მედია წერს, ალონსოს არ მოსწონს აგრეთვე  ბრაიმ დიასი - მისი პროფილი სრულად არ ჯდება იმ სქემაში, რომლის დანერგვაც ალონსოს სურს. ამის გამო, მას სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო რჩება.

კიდევ ერთი ფეხბურთელი შავ სიაში, ბრაზილიელ ფორვარდი ენდრიკია, რომელსაც ამ სეზონში რეგულარული თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი
„სუპერლიგის პირობებში ხვიჩა პსჟ-ში ვერასოდეს მოხვდებოდა“ - ჩეფერინი