ჟოზე მოურინიო, ჰენრიხ მხითარიანი
Aa
Aa

„ვარჯიშებზე არ მელაპარაკებოდა, ღამე მწერდა წადიო“ | მხითარიანის ისტორია ჟოზეზე

ჰენრიხ მხითარიანმა საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში საინტერესო ისტორია გაიხსენა. სომეხმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და მკითხველს გაუზიარა დეტალები მისი და ჟოზე მოურინიოს ურთიერთობიდან.

„მოურინიოს მორიგი შენიშვნის შემდეგ ჟოზეს ასე მივმართე: „უკვე წელიწად-ნახევარია მაკრიტიკებ. იცი რა?! შენ ნაგავი ხარ! გესმის? ნაგავი ხარ!“ მოთმინება აღარ მეყო და ეს ვუთხარი. მოურინიომ კი მიპასუხა: „წადი, შენი დანახვა აღარ მინდა.“

გუნდში ვარჯიშებისას მთავარი მწვრთნელი აღარ მელაპარაკებოდა და ჩუმად იყო, ყოველ საღამოს კი WhatsApp-ზე ასეთი შეტყობინება მომდიოდა: „მიკი, გთხოვ, წადი.“ ჟოზეს ფრაზებზე ერთი და იგივე პასუხი მქონდა, რომელსაც ასლს ვუკეთებდი და ვუგზავნიდი ხოლმე: „წავალ, თუ შესაფერის გუნდს ვიპოვი. სხვა შემთხვევაში ზაფხულს დაველოდები.“

იანვრის შუა რიცხვებში მოურინიომ შეტყობინებები შეცვალა: „მიკი, გთხოვ, წადი, რათა ალექსის სანჩესი მოვიყვანო.“ ის მუშაობდა, რათა „არსენალთან“ გარიგება დაეხურა. ჩემს პასუხშიც ცვლილება შევიტანე: „არ ვაპირებ წავიდე მხოლოდ იმისთვის, რომ შენ გაგახარო. ძალიან გთხოვ, აღარ მომწერო. თუ ლაპარაკი გინდა, მინო რაიოლას ესაუბრე.“

ცნობისთვის, მხითარიანმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2018 წელს დატოვა და „არსენალში“ გადავიდა. მოგვიანებით „მეთოფეებიდან“ ჯერ „რომას“ შეუერთდა, შემდეგ კი „ინტერთან“ გააფორმა კონტრაქტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ტირილს აპირებ, ორთაბრძოლა არ მიიღო“ | მერაბის მწვრთნელმა იანს უპასუხა
„თუ ტირილს აპირებ, ორთაბრძოლა არ მიიღო“ | მერაბის მწვრთნელმა იანს უპასუხა