მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჯონ ვუდი
Aa
Aa

„თუ ტირილს აპირებ, ორთაბრძოლა არ მიიღო“ | მერაბის მწვრთნელმა იანს უპასუხა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი პიოტრ იანის განცხადებას გამოეხმაურა. იანის თქმით, დვალიშვილთან გამართულ პირველ ბრძოლაში ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ 50%-ით იყო მზად.

„ძმაო, უბრალოდ მოკეტე. იანი შესანიშნავი მებრძოლია — მას და მის გუნდს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როცა ასეთ რაღაცებს ვისმენ... თუ ამდენი პრობლემა გაქვს, ბრძოლა არ მიიღო და საქმე დასრულებულია. თუ ტირილს აპირებ იმის გამო, რომ რაღაც გტკივა, უბრალოდ ჩხუბს არ უნდა დათანხმდე.

როდესაც თავს ცუდად გრძნობ, საჩხუბრად არ უნდა გახვიდე. თუმცა თუ ორთაბრძოლის გამართვაზე თანხმობას ამბობ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ვუდმა მაიკ ბონისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, დვალიშვილთან წაგების შემდეგ იანმა განაცხადა, რომ მას ცალი ხელით ეჩხუბა. პიოტრის თქმით, ორთაბრძოლამდე მხრის კუნთი გაიწყვიტა და მარჯვენა ხელს ვერ იყენებდა. „მანქანამ“ რუს მებრძოლს დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. აღსანიშნავია, რომ მერაბსაც სერიოზული ტრავმა ჰქონდა — ხელი დაიზიანა, თუმცა მაინც შევიდა ოქტაგონში და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იცოდა რომ წააგებდა“ - ცარუკიანი გეიჯის უარზე
„იცოდა რომ წააგებდა“ - ცარუკიანი გეიჯის უარზე