ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„იცოდა რომ წააგებდა“ - ცარუკიანი გეიჯის უარზე

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ არმან ცარუკიანი ოქტაგონს უბრუნდება - 22 ნოემბერს სომეხი მებრძოლი კატარში დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. ბუნებრივია, არმანს ყველაზე მეტად ილია თოფურიასთან ჩხუბი სურდა, თუმცა მისი საუბრის ტონიდან იგრძნობოდა, რომ ჰუკერის დამარცხების შემთხვევაში, მისი მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება, რის გამოც გუნება-განწყობილებას არ უჩივის.

არმან ცარუკიანი

კატარში ჩემს საგულშემატკივროდ მამაჩემი ჩამოვა. დედა? ის სახლში დარჩება, რადგან ეს კაცების სპორტია. როგორც გავიგე ჩემთან ჩხუბის ჩანიშვნას ჯასტინ გეიჯის სთავაზობდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა. არ მიკვირს, ალბათ კარგად გააცნობიერა, რომ უშანსოდ იყო და ამ გზით მარცხი თავიდან აირიდა. ჰუკერზე უფრო იოლი მეტოქე ჩემთვის გეიჯი იქნებოდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორც იტყვიან, ერთიც და მეორეც იოლი ფულია.

ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯიმ რამდენიმე თვის წინ UFC-ის ხელმძღვანელებს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო არ იქნებოდა, კარიერას დაასრულებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი ვარ, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა
„ერთადერთი ვარ, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა