გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„წარმატებისთვის, ყველას საუკეთესო დღე უნდა გვქონდეს“ - მამარდა ესპანეთთან მატჩზე

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ელჩეს სტადიონზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ვინაიდან, რთული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო სტადიონისკენ გადაადგილება გართულება იყო, საქართველოს ნაკრებს მატჩისწინა პრესკონფერენციის ჩატარება დისტანციურად მოუწია. ჟურნალისტების კითხვებს ვილი სანიოლთან ერთად გიორგი მამარდაშვილმაც უპასუხა.

რა თქვა მამარდამ:

ბევრი თამაში ვითამაშეთ ესპანეთთან და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. რთულ თამაში იქნება, რადგან ესპანეთი ძლიერი ნაკრებია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია.

სექტემბრისგან განსხვავებული სიტუაცია მაქვს, რადგან რამდენიმე თამაში ვითამაშეთ. ველოდი შანსს, რომელიც უნდა გამომეყენებინა და ვფიქრობ, ეს შევძელი. ახლა გაცილებით კარგ კონდიციებში ვარ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფეხბურთელი აკლია ესპანეთის ნაკრებს. ვინც მათ მაგივრად ითამაშებს, მათაც იგივე ხარისხით შეუძლიათ თამაში. თუ გინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, მაშინ ყველა ფეხბურთელს საუკეთესო დღე უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია