საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

როგორ მდგომარეობაშია ელჩეს სტადიონი | რას წერს Mundo Deportivo საქართველოსთან მატჩზე

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნები“ მატჩს სტუმრად გამართავენ და თამაშს ელჩეში მდებარე „ესტადიო მანუელ მარტინეს ვალერო“ უმასპინძლებს.

ესპანეთში უკვე რამდენიმე დღეა რთული მეტეოროლოგიური პირობებია. კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის საშიშროების გამო, ლევანტეს რეგიონში ამინდის განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. გამოცემა Mundo Deportivo-მ სტადიონის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა აღწერა.

ესპანური გამოცემა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ „ესტადიო მანუელ მარტინეს ვალერო“ კოკისპირულ წვიმას (პარასკევს ყველაზე ცუდი ამინდი იყო გამოცხადებული) ინციდენტების გარეშე გაუმკლავდა და სერიოზული პრობლემები არ შექმნია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ელჩეს რამდენიმე უბანი დაიტბორა, ხოლო მდინარე ვინალოპო ადიდდა.

სტადიონის სადრენაჟე სისტემა უხვ ნალექს მარტივად გაუმკლავდა. ხოლო მის ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებს ზიანი პრაქტიკულად არ მიუღიათ. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი იყო, რაც სტადიონზე მიმდინარე რეკონსტრუქციულ სამუშაოებს უკავშირდებოდა.

„ელჩესთან“ დაახლოებულმა წყარომ Mundo Deportivo-ს განუცხადა, რომ პერსონალი ესპანეთსა და საქართველოს მატჩის წინ მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. მათ მაგალითად სამი წლის წინ გამართული შეხვედრა მოიყვანეს, რომელიც შტორმისა და კოკისპირული წვიმის გამო ნახევარი საათით გვიან დაიწყო — მაშინ სტადიონი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თუმცა „ესტადიო მარტინეს ვალერო“ გამოწვევებს მაღალ დონეზე გაუმკლავდა: განათების პრობლემა სათადარიგო გენერატორით მოიხსნა, ხოლო ძლიერი წვიმის მიუხედავად, მოედანზე წყლის გუბეები არ გაჩენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია