რევაზ დავითაძე
Aa
Aa

დავითაძე ტურნირიდან მოხსნეს - ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის საფრთხე

რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს. 26 წლის ქართველი ძალოსანი ფიცარნაგზე დღეს უნდა გასულიყო, 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა და ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ქართველი სპორტსმენის სისხლში აკრძალული ნივთიერების შესაძლო არსებობის შესახებ საქმეს საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა და საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ქართული მხარის ვერდიქტი ანულირებულად ცნო და შესაბამისად, დავითაძეს პლანეტის პირველობაზე ასპარეზობის საშუალება არ მიეცა.

რევაზ დავითაძეს და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, გურამ გიორბელიძეს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, თუმცა როგორც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში აცხადებენ, ისინი ქართველი სპორტსმენების უფლებებს ბოლომდე დაიცავენ და უახლოეს მომავალში საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქმის გამორიცხულია“ - ექიმი ტალახაძის შესაძლო დაბრუნებაზე
„თითქმის გამორიცხულია“ - ექიმი ტალახაძის შესაძლო დაბრუნებაზე