ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო 3 სპორტსმენით წარსდგება
2-11 ოქტომბერს, ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების მიიღებს.
გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე 3-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 60 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე, 94 კგ. წონაში რევაზ დავითაძე და 110+ კგ. წონაში ბაქარ თურმანიძე დაიცავენ.
ქართველი ძალოსნები გათამაშებაში 3 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.