ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

„თითქმის გამორიცხულია“ - ექიმი ტალახაძის შესაძლო დაბრუნებაზე

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ექიმი გიორგი ჭინჭარაული Crystalsport-ის გადაცემა „მეფესავით პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო კი, რაღა თქმა უნდა 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლაშა ტალახაძის აქტიურ სპორტში შესაძლო დაბრუნება გახლდათ, რაც ჭინჭარაულმა ლეგენდარული სპორტსმენის ტრავმებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხა.

გიორგი ჭინჭარაული

ლაშას დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და ორი-სამი თვის წინ მოინდომა, რომ ჩაეტარებინა გამოკვლევები, რის შემდეგაც მითხრა, რომ შედეგებს გამომიგზავნიდა და თუ ისეთი დიაგნოზი იქნებოდა, რომ ფიზიკური კონდიციები მას საშუალებას მისცემდა ვარჯიში განეახლებინა, ამას აუცილებლად გააკეთებდა. გადაიღო სურათები მუხლზე, წელზე და როდესაც შედეგებს თვალი გადავავლე, ვუთხარი, რომ ყოფილიყო იქ, სადაც ახლა არის (იცინის). ფიზიკურად კიდევ შეიძლება მოახერხოს, რადგან შესაძლოა ტკივილს გაუძლოს, მაგრამ ფსიქოლოგია არ მისცემს ამის საშუალებას, თორემ მე ვინც ყველაზე ძალიან სპორტში მენატრება, ეს სწორედ ლაშა ტალახაძეა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური და როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.

„მეფესავით პოდკასტის“ მთლიანი ეპიზოდის ხილვა შეგიძლიათ Crystalsport-ის YouTube არხზე.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს
ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს