რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | 21-წლამდე ნაკრების ფრე ლატვიასთან

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდა. რამაზ სვანაძის გუნდმა სტუმრად ითამაშა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში მომენტების შექმნა გვიჭირდა და გოლის გატანის შანსი პრაქტიკულად არ გვქონია. 39-ე წუთზე ლატვიელებმა ჩვენი კარის მიმართულებით დაარტყეს და მიხეილ მაქაცარია მოწოდების სიმაღლეზე იყო. საბოლოოდ, გუნდები შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - 0:0.

მეორე ტაიმი ლატვიელთა უპირატესობით დაიწყო. 55-ე წუთზე მაქაცარიამ რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომლის შემდეგაც მასპინძლებმა სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენეს. 59-ე წუთზე ლატვიელებმა მიზანს მიაღწიეს და დაწინაურდნენ - თავი გლებს პალიტკამ გამოიჩინა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წონასწორობა მალევე აღადგინა. ლუკა პარკაძის კუთხურის შემდეგ დავით ბუკია ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ლატვიელთა კარი აიღო - 1:1. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ცნობისთვის, ორი ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ქულა აქვს. სვანაძის გუნდის მომდევნო მეტოქე მალტაა, რომელსაც 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია
„ხვიჩა მხოლოდ ამ შემთხვევაში ითამაშებს“ - სანიოლის და მამარდაშვილის პრესკონფერენცია