მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მაგარი მებრძოლი და საოცარი ჩემპიონი ხარ“ | სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცვა. „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ჩხუბის შემდეგ „სენდმენმა“ მერაბს მოგება მიულოცა.

„ჩემპიონს ვულოცავ. მერაბ, ძალიან მაგარი მებრძოლი და შესანიშნავი ჩემპიონი ხარ. ვამაყობ, რომ შენთან ვიჩხუბე. შემდეგში შევხვდებით!

ჩემს ფანებს მინდა ვუთხრა, რომ არაფერი შეცვლილა. თავდაუზოგავად მუშაობას გავაგრძელებ სანამ კარიერას არ დავასრულებ. მართალია, წყალი ამღვრეულია, მაგრამ ტიტულს მოვიპოვებთ. სიკვდილამდე გაუტეხელი ხასიათი მექნება და ეს სპორტი ძალიან მიყვარს.“

შეგახსენებთ, რომ მაიკ ბელმა და ბენ კარტლიჯმა „მანქანას“ 49:45 დაიფიქსირეს, ერიკ კოლონმა - 49:47. დვალიშვილს სენდჰეგენის წინააღმდეგ 20 თეიქდაუნი ჰქონდა და UFC-ში პირველი მებრძოლია, ვისაც ორგანიზაციაში 100 თეიქდაუნი აქვს შესრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი არაფერი მინახავს, მასთან ჩხუბი საშინელებაა“ | ტომ ასპინალი დვალიშვილზე
„ასეთი არაფერი მინახავს, მასთან ჩხუბი საშინელებაა“ | ტომ ასპინალი დვალიშვილზე