მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„წლის საუკეთესო მებრძოლი? რატომაც არა“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია

UFC-ის მედია დღის ფარგლებში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა „მანქანამ“:

„მომზადებამ კარგად ჩაიარა. სენდჰეგენი ძლიერი მებრძოლია, მას პატივს ვცემ. ძალიან სერიოზულად ვემზადებოდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული, არ ვუყურებ მის ჩხუბებს. ყოველდღიურად ბევრს ვშრომობ და ამიტომ დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში.

იქნება თუ არა კორი ჩემი ყველაზე რთული ოპონენტი? ეს ნამვდილად ასეა. ის ძალიან სახიფათოა, მუხლებით დარტყმები, სამბიშენები, კარგი კარდიო აქვს... კარგად იცავს თავს თეიქდაუნებისგან და სწრაფად დგება ფეხზე. სენდჰეგენი გამოცდილია, მაგრამ მისი მეტოქე მე ვიქნები და ამჯერად ჩემს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ვერსიას იხილავთ.

ყველამ ვიცით, რომ ერთ დარტყმას და ილეთს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ვაცნობიერებ, რა საფრთხეები იქნება მისი მხრიდან, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავაკეთო ყველაფერი, რაზეც ვვარჯიშობდი. მჯერა, რომ ჩემთვის საღამო კარგად დასრულდება.

თუ ამ ჩხუბს მოვიგებ, წლის საუკეთესო მებრძოლად უნდა დამასახელონ, თუმცა მე ამაზე არ ვფიქრობ. ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ, მიყვარს ორთაბრძოლები და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო.

მე და კორის არ გვჭირდება ერთმანეთზე შეურაცხმყოფელი საუბარი. თუ ასეთი რამ ბუნებრივად ხდება, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ „თრეშთოქი“ არ გვქონია, ორთაბრძოლების ნამდვილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ამ ჩხუბს, იმიტომ რომ ეს საინტერესო იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ტიტულს ამერიკელ კორი სენდჰეგენთან ჩხუბში დაიცავს. ეს დვალიშვილისთვის მიმდინარე წელს მესამე დაცვა იქნება - იანვარში „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში კი შონ ომალი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან ჩხუბი ძალიან მინდა“ - დვალიშვილმა იანზე ილაპარაკა
„მასთან ჩხუბი ძალიან მინდა“ - დვალიშვილმა იანზე ილაპარაკა