დაიო უპამეკანო
Aa
Aa

ლივერპული უპამეკანოს კონატეს შემცვლელად მოიაზრებს - Bild

დაიო უპამეკანომ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგაში განაგრძოს.

როგორც Bild-ს წერს, „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი ცენტრალური მცველის, მიმართ ინტერესს იჩენს. უპამეკანოს კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.

„მერსისაიდელები“ დაიოს კანდიდატურას განიხილავენ, რათა იბრაჰიმა კონატე ჩაანაცვლონ, რომელმაც შესაძლოა კლუბი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვოს.

ამასთან, იწერება, რომ „ბაიერნი“ უპამეკანოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა 38 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მის ანგარიშზე 6 მატჩია.

გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე უპამეკანოს საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა. ის „ბაიერნის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმოწყალოდ მომექცნენ“ - ანჩელოტიმ ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება გაიხსენა
„უმოწყალოდ მომექცნენ“ - ანჩელოტიმ ყველაზე მტკივნეული გათავისუფლება გაიხსენა