ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს“ | რას წერენ ხვიჩას ტრავმაზე საფრანგეთში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 იმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 30-ე წუთზე, ტრავმის გამო, მოედნის დატოვება მოუწია.

„პარი სენ-ჟერმენის“ საკადრო პრობლემებზე ფრანგულმა გამოცემებმა დაწერეს და Le Parisien-ის მიხედვით, „კვარასა“ და კანგ-ინ ლის მსუბუქი დაზიანებები აქვთ. იგივე ინფორმაცია გაავრცელა კლუბთან დაახლოებულმა პორტალმა, Allezparis-მა და საკუთარ სტატიაში ხვიჩაზეც ისაუბრა.

„ამ მომენტისთვის, სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ და გაურკვევლობა კვლავ რჩება, თუმცა, მათი ვარაუდით, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. ჯერჯერობით უცნობია, ატალანტასთან მატჩში მონაწილეობის მიღების უფლებას მისცემენ თუ არა.“

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ში უდანაკარგოდაა და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. 17 სექტემბერს, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი
„ათას სისულელეს ამბობს“ | უმარის მენეჯერის განცხადება და მერაბის სასაცილო პოსტი