ტურის სიმბოლურში მოხვდა | ლომინაძის აღიარება პორტუგალიაში
პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში „ეშტორილის’’ ქართველმა ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ სადებიუტო გოლი ავს-თან გაიტანა. Sofascore-მა ლომინაძის თამაში 8,0-ით შეაფასა და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. მასთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში „ბენფიკას’’ 24 წლის არგენტინელი საყრდენი ენცო ბარენეჩეა მოხვდა.
გასულ ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე (პოლონეთს გოლი გაუტანა) თამაშის შემდეგ თბილისის „დინამოდან'' კარიერა პორტუგალიურ „ეშტორილში'' გააგრძელა, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), ამასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს და ბულგარეთთან სადებიუტო მატჩში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. აღსანიშნავია ის ეპიზოდი, როცა რეიდის შემდეგ გულიაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. მოკლედ, ლომინაძე პროგრესიებს, რაც როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო მატჩებში კარგად ჩანს.
ლომინაძის გოლი ავს-თან
ნოდარ ლომინაძეს ავს-თან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.