ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა | იეგოიანის კარგი მატჩი

ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში „ექსელსიორი’’ შინ როტერდამის „სპარტასთან’’ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე აიუბ უფკირმა გაიტანა.

ირაკლი იეგოიანმა „ექსელსიორის’’ სასტარტო 11-ეულში შეუცვლელად ითამაშა. მის აქტივში სამი საკვანძო პასი იყო, ყველაზე გამორჩეული გადაცემა 41-ე წუთზე შეასრულა, როცა ტექნიკური პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ფრანგმა არტურ ზაგრემ შანსი ვერ გამოიყენა.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა გასულ ზაფხულში „ვიტესი’’ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა უმაღლესი ლიგის „ექსელსიორს’’ დაუკავშირა. ირაკლიმ ნიდერლანდების უმაღლეს ლიგის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივე სასტარტოდან დაიწყო, ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და დიდ გამოცდილებას იძენს.

იეგოიანს, რომელიც „აიაქსისა'' და „ტვენტეს'' აღზრდილია, „ექსელსიორთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრანსფერი ზამთარში?“ - ტაბატაძეს სევილია აქტიურად აკვირდება
„ტრანსფერი ზამთარში?“ - ტაბატაძეს სევილია აქტიურად აკვირდება